ვაქცინაცია

ბაიდენი: მომდევნო 6 კვირის განმავლობაში 80 მილიონ დოზა ვაქცინას გავგზავნით მსოფლიოში

ჯო ბაიდენი

აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სოციალურ ქსელში წერს, რომ მომდევნო 6 კვირის განმავლობაში 80 მილიონ დოზა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას გაგზავნის მსოფლიოში. 

"ამერიკა არ იქნება ბოლომდე დაცული, მაშინ, როდესაც პანდემია გლობალური მასშტაბით მძვინვარებს. სწორედ ამიტომ, დღეს ვაცხადებ, რომ შემდეგი 6 კვირის განმავლობაში 80 მილიონ დოზა ვაქცინას გავგზავნით მსოფლიოში. 

ეს არის სწორი გადაწყვეტილება. ეს არის გონივრული ქმედება. ეს არის ძლიერი ნაბიჯი". –წერს ბაიდენი.

აშშ-ში Pfizer-ის, Moderna-ს, და Johnson & Johnson-ის კორონავირუსის საწინააღდეგო ვაქცინები გადაუდებელი გამოყენებისთვის არის ავტორიზებული FDA-ს მიერ. დღეის მონაცემებით, აშშ-ში ორივე დოზა ვაქცინით აცრილია მოსახლეობის 34%-ი.

კომენტარები