კრიპტოვალუტა

დონალდ ტრამპი: ბიტკოინი დოლარის წინააღმდეგ მიმართული თაღლითობაა

დონალდ ტრამპი

შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, Fox Business-თან საუბრისას, ბიტკოინს დოლარის წინააღმდეგ მიმართული თაღლითობა უწოდა

 "ბიტკოინი თაღლითურ სქემას ჰგავს, რომელიც დოლარის ღირებულების წინააღმდეგ მიმართული მორიგი ვალუტაა" – ამბობს ტრამპი – "მინდა, რომ მსოფლიო ვალუტა დოლარი იყოს".

ექსპრეზიდენტის კომენტარები, ძირითადად, ელ სალვადორის გეგმას ეხმიანება – ქვეყანა ბიტკოინის ოფიციალურ გაცვლით საშუალებად აღიარებას განიხილავს

აღსანიშნავია, რომ ბიტკოინის ფასი მაისიდან მოყოლებული მნიშვნელოვნად დაეცა, ჯერჯერობით კი აღდგენის დინამიკა არ შეინიშნება. 

რაც შეეხება დონალდ ტრამპის კომენტარებს, ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ბიტკოინს მართლაც შესწევს ძალა, დოლარზე უფრო ღირებულ და აღიარებულ ვალუტად იქცეს. გამომდინარე იქიდან, რომ კრიპტოვალუტამ ყოველგვარი ფინანსური საყრდენებისა და გარანტიების გარეშე მოახერხა ადამიანების ნდობის მოპოვება, რეალობა, სადაც იგი მსოფლიო ვალუტა ხდება, წარმოუდგენელი სულაც არაა. 

კომენტარები