აშშ

აშშ დროებითი დაცვის სტატუსის არალეგალური მიგრანტებისთვის მუდმივი ცხოვრების გაცემას კრძალავს

აშშ-ს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში არალეგალურად შესული დროებითი დაცვის სტატუსის მქონე იმიგრანტები სამუდამო ბინადრობის უფლებას ვერ მიიღებენ

დროებითი დაცვის სტატუსი აშშ-ში მრავალ არალეგალურად შესულ პირს აქვს. უზენაესმა სასამართლომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომ მსგავსი მიგრანტებისთვის მუდმივად დასარჩენი "მწვანე ბარათის" მიღება აკრძალონ. გადაწყვეტილება არ ეხებათ ამერიკაში ლეგალურად შესულ დროებითი დაცვის სტატუსის მქონე პირებს.

დროებითი დაცვის სტატუსს იღებენ ისეთი ქვეყნებიდან შემოსული მიგრანტები, ვის ქვეყანაშიც ომია ან რაიმე სახის კატასტროფა მოხდა. დროებითი დაცვის სტატუსი მათ დეპორტაციისგან იცავს და ლეგალურად დასაქმების უფლებას აძლევს. ამჟამად აშშ-ში 12 ქვეყნიდან დროებითი დაცვის სტატუსის მქონე 400 000 პირი იმყოფება.

აშშ-მ პირველად 2001 წელს მიწისძვრით დაზარალებული ელ სალვადორიდან შემომავალ მიგრანტებს მიანიჭა დროებითი დაცვის სტატუსი.

კომენტარები