კორონავირუსი და ტურიზმი

ესპანეთი თავის ტერიტორიაზე Sinopharm-ითა და Sinovac-ით აცრილ ტურისტებსაც შეუშვებს

NACHO DOCE

7 ივნისიდან ესპანეთის სამეფოს ტერიტორიაზე Sinopharm-ითა და Sinovac-ით აცრილ ტურისტებსაც შეეძლებათ. გადაწყვეტილება ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ ესპანეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს

იმისათვის, რომ ტურისტებმა ესპანეთის ტერიტორიაზე შესვლა შეძლონ, მათ უნდა წარადგინონ ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ჩატარებული აცრის სრული კურსის დამადასტურებელი დოკუმენტი. 

"მნიშვნელოვანია, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ვაქცინაციის სრული კურსი ესპანეთში გამომგზავრებამდე 14 დღით ადრე უნდა ჰქონდეთ ჩატარებული იმ ვაქცინით, რომელიც ავტორიზებულია ევროპის მედიცინის სააგენტოს (ფაიზერი, მოდერნა, J&J/იანსენი, ასტრაზენეკა) ან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ (სინოფარმი, სინოვაკი)". – წერია საელჩოს განცხადებაში. 

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა 15 მარტს დაიწყო, მას შემდეგ, რაც 13 მარტს ასტრაზენეკას ვაქცინის 43 200 დოზა შემოვიდა. 6 მაისს საქართველოში ასტრაზენეკას ვაქცინის კიდევ 43 000 დოზა ჩამოვიდა. ასტრაზენეკას ვაქცინის გამოყენება 55 წლის ნაცვლად, 45 წელს გადაცილებულ პირებში გაგრძელდება.

Pfizer-ის 29 500 დოზა ქვეყანაში 25 მარტს შემოვიდა. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ქვეყანაში Pfizer-ის დამატებით დოზებს ზაფხულში უნდა ველოდოთ.

საქართველოში ჩინური წარმოების ვაქცინის – სინოფარმის 100 000 დოზა 3 აპრილს ჩამოვიდა და ამ ვაქცინის გამოყენებით აცრა 4 მაისს დაიწყო. 7 მაისს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ (WHO) ჩინური ვაქცინის – სინოფარმის გამოყენების ნებართვა გასცა. რაც შეეხება Sinovac-ს მისი გამოყენება ქვეყანამ 21 მაისს დაიწყო. WHO-მ მას ავტორიზაცია 1 ივნისს მიანიჭა

კომენტარები