ვაქცინაცია

საქართველოში ასტრაზენეკას ვაქცინით აცრას 45 წლიდან პირები შეძლებენ

საქართველოში ასტრაზენეკას ვაქცინის გამოყენება 55 წლის ნაცვლად, 45 წელს გადაცილებულ პირებში გაგრძელდება.

ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ვაქცინაციის საბჭოს დასრულების შემდეგ თქვა.  

"რისკების შეფასების და დამატებითი კონსულტაციების შედეგად საბჭომ მხარი დაუჭირა იმ წინადადებას, რომ ასტრაზენეკასთვის ასაკობრივი ზღვარი შემცირდეს 45 წლამდე. ანუ 55 წლის ნაცვლად, ხვალ, დღის ბოლოდან უკვე ასტრაზენეკათი ვაქცინაციისთვის რიგის დაჯავშნას შეძლებენ 45 წლის ზემოთ ასაკის მოქალაქეები". – ამბობს გაბუნია. 

ამ დრომდე, საქართველოში ასტრაზენეკას ვაქცინის გამოყენება 55 წელს გადაცილებულ პირებში იყო შესაძლებელი.

კომენტარები