კორონავირუსი და ტურიზმი

ჰონგ-კონგი მარტის თვიდან 500 000 უფასო ბილეთს გასცემს

2 თებერვალს ჰონგ-კონგის ლიდერმა ტურიზმის გაცოცხლების მიზნით 500 000 უფასო ბილეთის დარიგება დააანონსა

კამპანიის, “Hello Hong Kong" ფარგლებში ქალაქის ცენტრში სლოგანი სხვადასხვა ენაზე გაკეთდა, რომელიც მიანიშნებს რომ ქალაქი სტუმრებისთვისა და ინვესტორებისთვის ღიაა.  

"ჰონგ-კონგი ახლა მთელი მსოფლიოსთვის ღიაა. აღარ იქნება იზოლაცია, კარანტინი და შეზღუდვები… ნებისმიერს შეუძლია აზიის ქალაქით დატკბეს". - თქვა ჰონგ-კონგის ლიდერმა სატელევიზიო ეთერში. 

ბილეთების გაცემა მარტში დაიწყება და კამპანია ექვსი თვის განმავლობაში გაგრძელდება. ბილეთები ხელმისაწვდომი სამი ადგილობრივი ავიაკომპანიის საიტზე იქნება(Cathay Pacific; HK Express; Hongkong Airlines)

ბოლო სამი წლის განმავლობაში, COVID-19-ის თავიდან აცილების მიზნით, ჰონგ-კონგის საზღვრები ვიზიტორებისთვის დაკეტილი იყო. ტურისტები ქვეყანაში შესვლის შემთხვევაში, იძულებული იყვნენ სამკვირიანი კარანტინი და რეგულარული ტესტირება გაევლოთ. 

კომენტარები