კორონავირუსი და ტურიზმი

საქართველოს მოქალაქეები სლოვენიაში PCR-ის პასუხით ან აცრის სერტიფიკატით უკარანტინოდ შევლენ

სლოვენია

გასულ კვირას სლოვენიის ხელისუფლებამ საზღვრის კვეთის ახალი მოთხოვნილებები წარადგინა, რომლის მიხედვითაც წითელი ან მუქი წითელი ქვეყნებიდან მოგზაურებს სლოვენიაში შესვლა უკარანტინოდ შეეძლებათ თუ:

  1. 48 საათის განმავლობაში ჩატარებული სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხს წარადგენენ.
  2.  PCR-ის დადებითი პასუხით, თუ ტესტიდან გასული 10 დღეზე მეტი და 6 თვეზე ნაკლები ან სამედიცინო სერტიფიკატი, რომელიც კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებას ადასტურებს არაუგვიანეს 6 თვის განმავლობაში სიმპტომების დაწყებიდან.
  3.  თუ სრულად აცრის სერტიფიკატს წარმოადგენენ. უფრო დეტალურად, სლოვენია საზღვრებს გახსნის მათთვის:
  • ვისთვისაც 7 დღე იქნება გასული ფაიზერის მეორე დოზის გაკეთებიდან;
  • მინიმუმ 14 დღე იქნება გასული მოდერნას 2 დოზიდან;
  • მინიმუმ 21 დღე იქნება გასული ასტრაზენეკას მეორე დოზის გაკეთებიდან;
  • მინიმუმ 14 დღე იქნება გასული ჯონსონი & ჯონსონის ვაქცინის მიღებიდან. 
  • ასევე, 14 დღე იქნება გასული რუსული ვაქცინა "სპუტნიკის" მიღებიდან.
  • ასევე, სულ მცირე, 14 დღე იქნება გასული ჩინური სინოვაკისა და სინოფარმის ვაქცინის დოზების მიღებიდან.  

5 ივნისის მონაცემებით, საქართველო სლოვენიას მუქი წითელი ქვეყნების სიაში შეყავს, რაც ნიშნავს იმას, რომ მასაც ეხება მოცემული მოთხოვნილებები. 

ამასთან ერთად, 3 ივნისიდან საქართველოსა და საბერძნეთს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განახლდა. ათენი-თბილისი-ათენის საჰაერო ხაზზე ავიარეისებს ბერძნული ავიაკომპანია Aegean Airlines-ი შეასრულებს.

გარდა ამისა, 7 ივნისიდან ესპანეთის სამეფოს ტერიტორიაზე შესვლა Sinopharm-ითა და Sinovac-ით აცრილ ტურისტებსაც შეუძლიათ. გადაწყვეტილება ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ ესპანეთში საქართველოს საელჩომ გაავრცელ

საქართველოს მოქალაქეებს პოლონეთში გამგზავრება ტურისტული მიზნითაც შეუძლიათ. ცვლილება მხოლოდ საჰაერო საზღვარს ეხება. ინფორმაცია პოლონეთის სასაზღვრო სამსახურმა 7 მაისს განაახლა, 31 მაისს კი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომაც დაადასტურა. 

კომენტარები