ხანძარი რუსთავში

რუსთავის ავტობაზრობის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა

რუსთავის ავტობაზრობის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი უკვე ჩააქრეს. 

უწყების ცნობით, მეხანძრე-მაშველებმა დროულად აღკვეთეს ცეცხლის სხვა მანქანებზე გავრცელების საფრთხე და მოახერხეს ხანძრის ლიკვიდირება.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მუშაობდა 8 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

კომენტარები