რუსთავის მე-12 მიკრორაიონში მდებარე ერთ-ერთ კორპუსში ხანძარია. ამის შესახებ ინფორმაცია ტაბულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.
უწყების ცნობით, კორპუსი სრულადაა ევაკუირებული, ხანძარი ლოკალიზებულია და სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებულია ოთხი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განმარტავენ, ხანძრის გავრცელების საფრთხე აღარ არის. ამ დროისთვის დაშავებულების შესახებ ინფორმაცია უცნობია.