შსს

აქტივისტს გაუუქმეს ჯარიმა, რომელიც კომენდანტის საათის დარღვევისთვის შეცდომით გამოუწერეს

Facebook/ Tsabunia Vartagava

სამოქალაქო აქტივისტს, ცაბუნია ვართაგავას გაუუქმეს ჯარიმა, რომელიც კომენდანტის საათის დარღვევისთვის შეცდომით გამოუწერეს. 

ცაბუნია ვართაგავა ტაბულასთან ამბობს, რომ მან უწყებისგან 4-გვერდიანი წერილი მიიღო, სადაც სამი გვერდი კომენდანტის წესებს ეხებოდა, ხოლო ბოლოში აღნიშნული იყო, რომ უნდა დაკმაყოფილდეს აქტივისტის საჩივარი, რადგან სხვა გარემოება არ გამოკვეთილა და დამამტკიცებელი საბუთი არ არსებობს. 

"შსს-ს ცნობით, პატრულ-ინსპექტორი ამბობს, რომ შეეშალა".- უყვება აქტივისტი ტაბულას

შინაგან საქმეთა სამინისტრო ცაბუნია ვართაგავას 28 აპრილს კომენდანტის საათის დარღვევას ედავებოდა, თუმცა, აქტივისტი ამ დროს სახლში იყო, გადაადგილების შეზღუდვა არ დაურღვევია. ჯარიმა 7 მაისს გამოწერეს. მან ის 12 მაისს გაასაჩივრა. 

კომენტარები