ბატონი კობახიძის განცხადება იყო შეშინებულის პოზიციიდან გაკეთებული განცხადება, რადგან ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლებს ნამდვილად არ სურდათ, ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია პარლამენტში ეხილათ. მინდა მას ვუპასუხო, რომ ჩვენ პარლამენტში რამე კონკრეტული პრივილეგიებისთვის ან თანამდებობებისთვის არ შევდივართ, ეს გადაწყვეტილება მივიღეთ იმისთვის, რომ რეჟიმის დასამარცხებლად დამატებით გვქონდეს ინსტრუმენტი. ჩვენი მთავარი ამოცანა, რისთვისაც ეს გადაწყვეტილება მივიღეთ, არის ის, რომ უნდა გამოვიყენოთ საპარლამენტო საქმიანობა, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იარაღი რეჟიმის წინააღმდეგ საბრძოლველად. ჩვენ არ გვჭირდება ძალაუფლების გადანაწილება ქართულ ოცნებასთან
tbl.ge/5kdi
დაკოპირდა
ამის შესახებ ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ ისაუბრა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში შედის, თუმცა შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ მოაწერს. დღეს, ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე თქვა, რომ, თუ ენმ დოკუმენტს ხელს არ მოაწერს, ის ვერ ისარგებლებს საპარლამენტო პრივილეგიებით
ხატია დეკანოიძექართული ოცნებაენმარჩევნები 2020პოლიტიკური კრიზისიშარლ მიშელის დოკუმენტიბოიკოტიოპოზიციაირაკლი კობახიძე
ამავე თემაზე
- პარლამენტის პიკეტირების საქმეზე სტრასბურგმა 1 აქტივისტზე დარღვევა დაადგინა, 2-ზე, არა
- ბოკერია: მკაფიო გზავნილის ნაცვლად, საპარლამენტო ოპოზიცია გაუგებარ შეთავაზებებს აგრძელებს
- ჩერგოლეიშვილი: არ შეცვლის დასავლეთი ივანიშვილს, ის უნდა შევცვალოთ ჩვენ – ქართველებმა
- ნინო დოლიძე: საქართველოს მოსახლეობა ეძებს ლიდერს, ვისაც გაჰყვებოდა
- ჯაფარიძე: ცვლილების ერთადერთი გზა რიგგარეშე არჩევნები და რეფორმებია, სხვა ყველაფერი ნ*რევაა