პუტინის რუსეთი

სტივენ სიგალი რუსული პარტიის, Справедливая Россия-ს წევრი გახდა

KTLA

90-იანი წლების ვარსკვლავი, მსახიობი სტივენ სიგალი რუსული პარტიის, სამართლიანი რუსეთის(Справедливая Россия)-ს წევრი გახდა.

აქამდე სიგალი პარტია სიმართლისთვის(За Правду) წევრი იყო, რომელიც სამართლიან რუსეთთან გაერთიანდა.

მსახიობის წარმომადგენელმა დააზუსტა, რომ სიგალი განაგრძობს ეკოლოგიის საკითხებზე მუშაობას და გარემოს დაბინძურებასთან ბრძოლას. 

2016 წელს ვლადიმირ პუტინმა მსახიობს რუსეთის მოქალაქეობა მისცა. 2018 წელს სიგალი საგარეო საქმეთა სამინისტროს, რუსულ-ამერიკული ჰუმანიტარული კავშირების სპეციალურ წარმომადგენლად დაინიშნა.

სტივენ სიგალი 90-იან წლებში მძაფრსიუჟეტიანი ჟანრის ერთ-ერთი ვარსკვლავი იყო. მისი ყველაზე ცნობილი როლია პოლიციის სერჟანტი ნიკო ტოსკანი.

სოციალ-დემოკრატიული პარტია სამართლიანი რუსეთი 2006 წელს ჩამოყალიბდა. პარტიის ამჟამინდელი ხელმძღვანელია სერგეი მირონოვი. ოპოზიციურ მედიაში მირონოვი პუტინის მარიონეტად, ხოლო პარტია ნაციონალისტურად ითვლება. 

კომენტარები