მეუფე სპირიდონი

მეუფე სპირიდონი რიონის ხეობის მცველებს: სახალხოდ შეინანეთ ჯვრის გმობა და სოდომის მიმღებლობა

სხალთელი მიტროპოლიტი სპირიდონის ქადაგების მორიგი ადრესატი რიონების ხეობის მცველები გახდნენ. მეუფე სპირიდონს მიაჩნია, რომ მაკა სულაძემ თავისი გადაწყვეტილებით, ჯვრით აღარ იმონაწილეოს აქციებში, რათა სხვა რელიგიის წარმომადგენლებს უხერხულობა არ შუქმნას, შეაბიჯა ჯვრის მგმობელების რიგში, რაც მან საჯაროდ უნდა მოინანიოს. 

"არ ვიცი, ეს რითი მოხდა, უმეცრებით, გაუნათლებლობით თუ ურწმუნოებით, ძალიან მძიმე ცოდვა იქნა ჩადენილი, რომ, აი, ჯვრის ძალა იქმნა დაგმობილი და ასეთი რამ ითქვა - სხვებს რომ არ ეწყინოთ, მე ამ სიმბოლოს, ჯვარს აღარ ვატარებო. ჯვარი სიმბოლო არაა, ჯვარია ძალა ღვთის, გამარჯვების და ძლევის იარაღი.

როცა შენ შენი ნებით ამბობ უარს ჯვარზე და იძახი, იმის გამო, რომ ვიღაცას არ ეწყინოს, მე ჯვარს აღარ ვატარებო, შენი ნებით ამბობ გამარჯვებაზე, ძლევაზე უარს და ჯვრის მგმობელების რიგში დგები. ასეთი გამონათქვამი, თუნდაც ის უნებლიედ იყოს ნათქვამი, აუცილებლად, როგორც საჯაროდ იქნა დაგმობილი ჯვარი, ასევე საჯაროდ უნდა იქნას შენანებული, თორემ ამის ბოლო არის დამარცხება. ჯვრის მტერი ვერასდროს ვერ გაიხარებს", - თქვა მეუფე სპირიდონმა.

მიტროპოლიტმა ქადაგების დროს კვლავ და რამდენჯერმე გააკეთა ჰომოფობიური განცხადებაც. მეუფე სპირიდონის თანახმად, რიონის ხეობის მცველებმა სახალხოდ უნდა შეინანონ "მიმღებლური დამოკიდებულება სოდომ-გომორის ცოდვის მიმართ", წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ძალიან ცუდი ფინალი ელით.

"ვინც ჰომოსექსუალებს გამარჯობას ეტყვის, მოზიარეა მათი ცოდვების. ამიტომ, ახლა რომ იყო რაღაც შეკრებები და დიდის ამბით თავიანთი სოდომური მიდრეკილებებით, სიმბოლოებით უნდოდათ მოსვლა და მოვიდნენ კიდეც, აქ უნდა მოხდეს მხილება და ითქვას, რომ ეს ცოდვა არის მომაკვდინებელი ცოდვა, რომლითაც ერები განადგურდნენ და ჩვენ გიცხადებთ, რომ არ მოხვიდეთ ჩვენთან. ასე უნდა თქმულიყო იქ, მაგრამ მოხდა სხვანაირად.

თუ გინდათ, შვილებო, რომ ღმერთმა გაპატიოთ, უნდა შეინანოთ ჯვრის გმობა და უნდა შეინანოთ ასეთი მიმღებლური დამოკიდებულება სოდომ-გომორის ცოდვის მიმართ, თუ სახალხოდ არ შეინანებთ, ძალიან ცუდი ფინალი ელის თითოეულ თქვენგანს და თქვენ მომავალს პირადად.

თუ თქვენ ფიქრობთ, რომ თქვენ მოგაქვთ გამარჯვება, აუცილებლად დაეცემით, არი, რაც მოგივიდათ კიდევაც ეს დაცემა, საშინელი დაცემა, ორმაგი დაცემა, ჯვრის დაგმობა და მიმღებლობა იმ საშინელი, სამარცხვინო ცოდვის", - თქვა მიტროპოლიტმა.

ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, მაკა სულაძემ აქციებში ჯვრით არმონაწილების გადაწყვეტილება სხვა რელიგიის წარმომადგენლებისთვის უხერხულობის არშექმნის მიზნით მიიღო.

კომენტარები