ნამახვანჰესი

სულაძე: ჯვრით აღარ ვმონაწილეობ მსვლელობაში, რათა უხერხულობა არ შევუქმნა სხვა რელიგიის ხალხს

მე დღეს იმ ჯვრით აღარ ვმონაწილეობ მსვლელობაში, რომელიც აქამდე გულით მიტარებია. ის ჩემთვის ძალიან ძვირფასია. ყოველთვის ასე დარჩება. ის არამარტო ჩემი რწმენის სიმბოლოა, არამედ ჩემი მიწის, ჩემი ცის და სულკურთხეული დედის სიმბოლოა. მაგრამ, თუკი მე გვერდით მიდგას სხვა რელიგიის წარმომადგენელი და მან ეს არ იცის, შეიძლება ამით უხერხულობა შევუქმნა. ამიტომ გადავწყვიტე. თბილისი მრავალეროვანი ქალაქია, შეიძლება, დარწმუნებული ვარ აქ სხვა რელიგიის წარმომადგენლებიც ბრძანდებიან, მათთვის ისეთივე ძვირფასია ქართული მიწა, როგორც ჩვენთვის. მე ჩემი ჯვრის ტარებით არ შევუქმნი მას უხერხულობას. ეს არის მაგალითი მათთვის, ვისაც პრინციპულად უნდა, რომ რაღაც განსხვავებული ნიშანი ატაროს და ამით წარმოაჩინოს მისი თავი.

ძალიან გთხოვთ ყველას, ერთმანეთს ვცეთ პატივი, ვისწავლოთ ერთმანეთის შეგუება, ერთმანეთის სიყვარული და ამის შემდეგ გვექნება ისეთი ქვეყანა, როგორსაც ჩვენ ვოცნებობთ. მაშინ დაგვიბრუნდებიან ჩვენი ემიგრანტებიც. 

გადავხედოთ ერთმანეთს და ნუ გამოვიკითხავთ, ვინ რომელი პარტიის წევრია, ვინ რომელი რელიგიის წარმომადგენელია და ვინ რას ფიქრობს, უბრალოდ ერთმანეთში დაინახეთ ადამიანი, რომელიც თქვენ ძალიან გჭირდებათ. 

ამბობს ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, მაკა სულაძე. 

24 მაისს, ლგბტქ+ სამკლაურის გამო სამოქალაქო აქტივისტი, სალომე ბარკერი ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციიდან პუტინისტური, ჰომოფობიური ჯგუფის წევრებმა გამოაგდეს. მოგვიანებით მომხდარს გოელთიანი გამოეხმაურა და თქვა, რომ ნებისმიერი ტიპის სიმბოლიკა, რაც არ არის სახელმწიფო სიმბოლიკა, არ დაიშვება აქციაზე. 

კომენტარები