კორონავირუსი საქართველოში

1-ლი ივნისიდან კვების ობიექტები შაბათ-კვირას სტუმრებს დახურულ სივრცეშიც მიიღებენ

luxuryresortphotography.com

1-ლი ივნისიდან კვების ობიექტები შაბათ-კვირას სტუმრებს დახურულ სივრცეშიც მიიღებენ. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე თქვეს.  

"აქვე, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ძალაში რჩება შეზღუდვა ისეთი სოციალური ღონისძიებების გამართვასთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება ქორწილს, ქელეხს, ბანკეტს თუ სხვა". – თქვა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ. 

22 მაისიდან რესტორნებს შეეძლოთ, სტუმრები შაბათ-კვირას მხოლოდ ღია სივრცეში მიეღოთ, მანამდე კი ამ დღეებში დაწესებულებები არ მუშაობდნენ.  

ქვეყანაში 23:00 საათიდან 05:00 საათამდე კომენდანტის საათი კვლავ მოქმედებს.

კომენტარები