რამან პრატასევიჩის დაკავება

EU: ოპოზიციური ხმის ჩახშობის უხეში მცდელობა, მოვითხოვთ პრატასევიჩის გათავისუფლებას

რამან პრატასევიჩი
ფოტო: voanews.com

ევროკავშირის სახელით უმაღლესი წარმომადგენელი მინსკში ავიალაინერის იძულებით დაშვებასა და ბელარუსი ოპოზიციონერი აქტივისტი რამან პრატასევიჩის დაკავებას გამოეხმაურა.

განცხადების თანახმად, პრატასევიჩის დაკავება ბელარუსის ხელისუფლების მორიგი უხეში მცდელობაა, ჩაახშოს ოპოზიციური ხმა. ევროკავშირის ჟურნალისტის გათავისუფლებას ითხოვას.

"ერთ-ერთი მგზავრი, ბატონი რამან პრატასევიჩი, დამოუკიდებელი ჟურნალისტი ბელარუსიდან ბელარუსის სამთავრობო ძალებმა დააკავეს და არ მისცეს საშუალება, მინსკიდან თავის საწყის დანიშნულების ადგილზე გაფრენილიყო. ეს არის ბელარუსის ხელისუფლების მორიგი უხეში მცდელობა, ჩაახშოს ოპოზიციური ხმა.

მოვითხოვთ ბატონი პრატასევიჩის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.

ამ ძალადობრივი ქმედებით ბელარუსის ხელისუფლებად საფრთხეში ჩააგდო მგზავრები და ეკიპაჟი. აუცილებელია საერთაშორისო გამოძიება, რათა დადგინდეს საერთაშორისო ავიაციის წესების ნებისმიერი შესაძლო დარღვევა.

ეს შემთხვევა განხილული იქნებოდა ევროპული საბჭოს მომავალ შეხვედრაზე. ევროკავშირი განიხილავს ამ შემთხვევაზე საპასუხო მოქმედებებს, მათ შორის პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ ზომების მიღებს."

23 მაისს პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ცნობილი ბელარუსი აქტივისტისა და ჟურნალისტის, რამან პრატასევიჩის დასაკავებლად Ryanair-ის სამგზავრო თვითმფრინავი ავიაგამანადგურებლით შეაჩერა. 

CNN-ის ინფორმაციით, გამანადგურებელმა თვითმფრინავმა რეისი #FR4978, რომელიც ათენიდან ვილნიუსის მიმართულებით მიფრინავდა, აიძულა, მინსკის აეროპორტში დაშვებულიყო. 

ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აეროპორტში დაშვების შემდეგ თვითმფრინავის ბორტზე მყოფი რამან პრატასევიჩი დააკავეს.

რამან პრატასევიჩი ბელარუსი ჟურნალისტი და ოპოზიციონერი აქტივისტია. 2019 წლამდე ის ბელარუსში სხვადასხვა მედიასთან თანამშრომლობდა. 2019 წელს ის პოლონეთში გადავიდა და მოგვიანებით პოლონეთს პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა.

პრატასევიჩი სტეფან პუტილოსთან ერთად Telegram-არხის Nexta Live-ის თანადამფუძნებელია. 2020 წლის აგვისტოში, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაწყებული მასობრივი პროტესტების დროს Nexta ერთ-ერთი მოწინავე ოპოზიციურ მედიად იქცა. 2020 წლის სექტემბერში პროტასევიჩმა Nexta დატოვა.

2020 წლის ოქტომბერში Nexta ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადეს. 5 ნოემბერს კი პრატასევჩის და პუტილოს მასობრივი არეულობის ორგანიზებაში დასდეს ბრალი. 19 ნოემბერს კი ბელარუსულმა KGB-მ ისინი ტერორისტთა სიაშია შეიყვანა. 2021 წლის მარტიდან რამან პრატასევიჩმა belamova-ს ტელეგრამ-არხისთვის დაიწყო მუშაობა.

2020 წლის 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსში საპროტესტო აქციები დაიწყო. ალექსანდრ ლუკაშენკომ, რომელიც ქვეყანას, 26 წელია, მართავს, ხმების 80%-ით თავი გამარჯვებულად გამოაცხადა. ქვეყანაში დაიწყო მასშტაბური საპროტესტო აქციები, ოპოზიცია ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. აქციებზე  დააკავეს  ათიათასობით ადამიანი, მოკლულია, სულ მცირე, 7 დემონსტრანტი.

კომენტარები