პოლიტიკური კრიზისი

პაპუაშვილი: ვფიქრობ, ენმ-ს ყოფნა-არყოფნის, შესვლა-არშესვლის დილემა უკვე მომაბეზრებელია

ვფიქრობ, რომ ნაციონალური მოძრაობის ეს ყოფნა-არ ყოფნის, შესვლა-არ შესვლის დილემა უკვე მომაბეზრებელია, როგორც საქართველოს მოსახლეობის, ასევე ჩვენი უცხოელი პარტნიორებისთვის. პარტიაა, ჰყავს გარკვეული რაოდენობა მხარდამჭერი და ეს უკვე არასერიოზულია, მათი ქცევა ასეთ დილემურ სიტუაციაში საკუთარი თავის ჩაყენება

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, შალვა პაპუაშვილი ნაციონალურ მოძრაობაზე. ჯერჯერობით, კვლავ უცნობია შეუერთდება თუ არა ენმ მე-10 მოწვევის პარლამენტს.

კომენტარები