კორონავირუსი საქართველოში

იმნაძე: შიდა ტურიზმსაც შევუწყვეთ ხელი – ბევრი თბილისელი წავიდა და ხულოში აიცრა

მე ვთქვი, რომ კმაყოფილი ვარ ვაქცინაციის ტემპით-მეთქი, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ტემპი ჯერჯერობით არის მარტო თბილისი-ქუთაისი-ბათუმის კარგი ტემპი. სამწუხაროდ, ბევრ სხვა რეგიონში, მათ შორის სამეგრელოში, არ არის მაღალი მოთხოვნილება. ალბათ, ყველამ კარგად ვიცით, რომ ძალიან ბევრი ადგილი ვაქცინებზე რეგიონებში შევსებული იყო თბილისელების მიერ. 

ძალიან დიდი კრიტიკა წამოვიდა ამ მეორე დოზაზე დარეგისტრირების. ერთ-ერთი განმაპირობებელი, რატომ გავყავით ზუსტად 21-ე დღეს ვისაც უნდოდა, თავიდან იმისთვის გაიხსნა და მერე დანარჩენ დღეებში ვისაც უნდოდა ვაქცინაცია - ალბათ, თქვენც იცით, მე, რა თქმა უნდა, ვიცი, რომ ბევრი თბილისელი წავიდა და ხულოში აიცრა. ადამიანები სამეგრელოს რეგიონებში წავიდნენ და აიცრნენ - შეიძლება, ჩვენმა აცრების კამპანიამ შიდა ტურიზმსაც შეუწყო ხელი, ერთი დღით არ წავა ადამიანი ასაცრელად, იქ 2-3 დღე მაინც დარჩება. შიდა ტურიზმის განვავითარეთ. მეორე აცრაზე რომ ეს პრობლემები არ ყოფილიყო და ადამიანებს შეეძლოთ თბილისშივე აიცრან, იმისთვის, რომ ზუსტად გადაგვენაწილებინა, ამისთვის მოხდა ეს. რა თქმა უნდა, თბილისში ძალიან ბევრი ადგილი დაემატა, მარტო გუშინ 10 ახალი კაბინეტი დაემატა, ადგილების დამატება მუდმივად გაგრძელდება. გვინდა, რომ კომფორტი შევუქმნათ ადამიანებს - აღარ მოუწიოთ დასავლეთ საქართველოში წასვლა იმისთვის, რომ აიცრან

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე.

კომენტარები