გელათის სამონასტრო კომპლექსი

წულუკიანი გელათზე: ნუ დაბოდიალობთ ხარაჩოებზე, ბოდიალი უფრო მეტად აზიანებს ფრესკებს

სამწუხაროდ, გელათის სამონასტრო კომპლექსზე - ჩემი სუბიექტური აზრი დაარქვით, თუ გნებავთ, - მიმდინარეობდა ძეგლისთვის საზიანო ექსპერიმენტი, ამას ერქვა 2008 წლიდან შუასაუკუნეებრივი და საქართველოს ოქროს ხანის დროინდელი კრამიტით გადახურვის მეთოდის აღორძინება და ამ ძველი მეთოდის აღორძინებისთვის, სამწუხაროდ, შეირჩა სწორედ საექსპერიმენტოდ გელათი.

მე ვთვლი, რომ ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა. ამგვარმა ექსპერიმენტმა დააზიანა ძეგლი და მინდა, ყველას გთხოვოთ, გამოვიყენებ ყველასთვის გასაგებ სიტყვას - ნუ დაბოდიალობთ ხარაჩოებზე, რადგან ხარაჩოებზე ბოდიალი აზიანებს უფრო მეტად იმ მძიმე მდგომარეობაში მყოფ ფრესკებს, რომელშიც სამწუხაროდ, ზოგიერთი ფრესკის ზოგიერთი კონკრეტული ნაწილი არის

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი გელათზე.

კომენტარები