გელათის სამონასტრო კომპლექსი

ხაბეიშვილი გელათზე: მას შემდეგ, რაც განცხადებები გავაკეთეთ, ჯალათეა სასწრაფოდ დაფაცურდა

ჯალათეა პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა, მისი პირადი პასუხისმგებლობაა გელათის განადგურება. ახლა ცდილობენ, პასუხისმგებლობა საპატრიარქოს გადააბარონ - ხვალ რომ რამე მოხდეს, ჯალათეამ თქვას, რომ თურმე, თვითონ არაფერ შუაში არ არის და არაფერი დაუშავებია. არადა, უკვე 7 წელია და უფრო მეტი, ამ მდგომარეობამდე რომ მივიდა გელათი, პირადად ჯალათეას პასუხისმგებლობაა. მას შემდეგ, რაც ამაზე საჯარო განცხადებები გავაკეთეთ და შევთავაზეთ, რომ უცხოელ სპეციალისტებს ჩამოვიყვანთ, მათ შორის, მზად ვართ, ფინანსურად უზრუნველვყოთ ეს ყველაფერი, სასაწრაფოდ ჯალათეა დაფაცურდა, იმიტომ რომ იცის, იქ, შესაძლოა, ნებისმიერ დღეს, ნებისმიერ წუთს, ნებისმიერ დროს განვითარდეს ისეთ სავალალო მდგომარეობა, რომ გელათს ვეღარც კი ვუშველოთ, ისეთ მძიმე მდგომარეობაშია. ახლა ცდილობს, რომ მიაფუჩეჩოს და პასუხისმგებლობა სხვას გადააბაროს. 

ჯალათეა, ვერ გაექცევი პასუხისმგებლობას, სისხლის სამართლის დამნაშავე ხარ პირადად შენ. გარდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა, ისტორიის წინაშე შენ იქნები დამნაშავე ჯალათეა, რომელიც ანგრევს და ფაქტობრივად გაანადგურა გელათი. მე კიდევ მოგმართავთ, პასუხისმგებლობა კი არ გადააბაროთ ვინმეს და ხელების ვინმეზე შეწმენდას კი არ ეცადოთ, რომ თურმე თქვენ არაფერ შუაში არ ხართ, კიდევ ერთხელ გთავაზობთ უცხოელი სპეციალისტების ჩამოყვანას, თუ ამის თავი არ გაქვთ, ჩვენ გვაქვს კონტაქტები. მათ შორის, გთავაზობთ ფინანსურ უზრუნველყოფას. არ გამოგივათ ვინმეზე რამის გადაბრალება, პირადად ხარ, ჯალათეა, შენ პასუხისმგებელი ამ ყველაფერზე.

მიმართავს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი კულტურის მინისტრს, თეა წულუკიანს. სამინისტროს გადაწყვეტილებით, გელათის სამონასტრო კომპლექსის რესტავრაციის პროცესს საპატრიარქო გადაიბარებს. 

კომენტარები