თბილისის სატრანსპორტო კომპანია

გარდაიცვალა მემანქანე, რომელმაც 1966 წელს პირველი მატარებელი გაატარა თბილისის მეტროში

გარდაიცვალა მემანქანე, ამბროსი ხიხაძე, რომელმაც 1966 წლის 11 იანვარს, თბილისის მეტროს გახსნის დღეს პირველი მატარებელი გაატარა.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს.

"ამბროსი (ანდრო) ხიხაძემ თბილისის მეტროში მუშაობა დაიწყო 1965 წლიდან მემანქანე-ინსტრუქტორად, შემდგომ იყო დეპოს უფროსი და მოძრავი შემადგენლობის სამსახურის უფროსი.  მუშაობის პერიოდში აღზარდა არაერთი თაობა, არის რამდენიმე გამოგონებისა და სახელმძღვანელოს ავტორი, 1993 წელს საკუთარი განცხადებით გავიდა პენსიაზე. 2009 წლიდან კი კვლავ დაბრუნდა შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში, როგორც მოძრაობის უსაფრთხოების ზედამხედველი და სიცოცხლის ბოლომდე ემსახურებოდა მეტროს მოძრავი შემადგენლობის უსაფრთხოებას". – წერია განცხადებაში.

კომენტარები