თბილისის სატრანსპორტო კომპანია

ქრთამის აღების, თაღლითობის მცდელობის გამო სატრანსპორტო კომპანიის 4 თანამშრომელი დააკავეს

shutterstock

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, თბილისის მერიის შესაბამის სამსახურებთან და საქართველოს პროკურატურასთან თანამშრომლობით, ქრთამის აღების და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ოთხი თანამშრომელი დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგენილია, ისინი თანამდებობრივი უფლება-მოვალეობის შესრულების სანაცვლოდ სხვადასხვა პირებისგან ქრთამის სახით ფულს იღებდნენ.

"ამ ეტაპზე იდენტიფიცირებულია რამოდენიმე ათეული პირი, რომლებმაც სამსახურებრივი მფარველობისათვის ერთობლივად ან ცალ-ცალკე თანხა გადასცეს სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლებს.

ზემოთხსენებული ქმედების შედეგად დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა დიდი ოდენობით უკანონო შემოსავალი მიიღეს, რაც ურთიერთშორის გაინაწილეს". - წერია განცხადებაში.

სუს-ის ცნობით გამოძიება ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს. გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს. 

კომენტარები