ქართული ოცნება, პირველ რიგში, არის პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური გუნდი, რომელიც ასეთად დატოვა ბიძინა ივანიშვილმა, მისმა პოლიტიკურმა ლიდერმა და მას აქვს თავისი რეიტინგი, როგორც პოლიტიკურ პარტიას. მითუმეტეს, საპარლამენტო სისტემაზე როცა ვსაუბრობთ, ეს არის კონკურენცია პოლიტიკურ პარტიებს შორის და სწორედ ასეთი იყო სურათი საპარლამენტო არჩევნების დროსაც. თუ გაიხსენებთ თვითონ კამპანიის შინაარსს ჩვენი მხრიდან, არცერთ პოლიტიკურ ლიდერზე, ბიძინა ივანიშვილზეც კი არ იყო, როგორც ერთპიროვნულ ლიდერზე ჩვენი საარჩევნო კამპანია. ეს კამპანია აგებული იყო ლიდერთა ერთობლიობაზე, იმიტომ, რომ ჩვენ გვინდა, სწორედ პარტიული ნიშანი წამოვწიოთ საპარლამენტო დემოკრატიაში.
ქართული ოცნება, როგორც პოლიტიკური პარტია, ყველანაირ რესურსს ფლობს იმისათვის, რომ ჩვენ მარტივად მივიღოთ ის შედეგი, რომელიც გვსურს, რომ მივიღოთ და ამის გარანტი არის ის მემკვიდრეობა, რომელიც დატოვა ბიძინა ივანიშვილმა





