დაპირისპირება დმანისში

REFORMERFITNESS მთავრობას: წარმოიდგინეთ, თითქოს დმანისში ფიტნეს-კლუბი გაქვთ დასალუქი

ბათუმში მდებარე სავარჯიშო დარბაზი Reformerfitness-ი დმანისში მოქალაქეებს შორის მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა და საქართველოს მთავრობასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს Facebook-ზე მიმართა.

"წარმოიდგინეთ თითქოს დმანისში ფიტნეს-კლუბი გაქვთ დასალუქი". – წერია სტატუსში, სადაც  საქართველოს მთავრობისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს გვერდები არის დათაგული.

2020 წლის 20 ნოემბერს Reformerfitness-ში შრომის ინსპექცია შევიდა და ფიტნესცენტრი აკრძალვის მიუხედავად მუშაობის გამო დააჯარიმა. ამის შემდეგ, 29 ნოემბერს შრომის ინსპექცია განმეორებითად შევიდა ფიტნესცენტრში, რომელიც დაჯარიმების მიუხედავად მუშაობას განაგრძობდა. იმავე დღეს, ინსპექციის მოთხოვნის საფუძველზე Reformerfitness-ში პოლიციაც შევიდა და სავარჯიშო დარბაზი დალუქა.

კომენტარები