პოლიტიკური კრიზისი

ოხანაშვილი: არანაირი ფასი აღარ აქვს, ენმ შემოვა თუ არა პარლამენტში

არანაირი ფასი აღარ აქვს, ნაციონალური მოძრაობა შემოვა პარლამენტში თუ არ შემოვა, ამას არავისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მათ ყველა ვარიანტში მოუწევთ პასუხისმგებლობის აღება საკუთარი ამომრჩევლის წინაშე, რომ მთელი ეს პერიოდი ატყუებდნენ ამომრჩეველს და ახლა მოუწევთ ამ სიტყვის უკან წაღება და შემოსვლა პარლამენტში. შემოვიდნენ და იქ გამოჩნდება სამართლებრივ დებატებში, პაექრობაში, საკითხების წარმოჩენაში, თუ რა გუნდი ყავს ნაციონალურ მოძრაობას და რა გუნდით არის წარმოდგენილი ქართული ოცნება, ისედაც ხედავს საზოგადოება, მაგრამ იქ ნახავს კონტრასტს

ამბობს ქართული ოცნების წევრი, ანრი ოხანაშვილი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით.

კომენტარები