კორონავირუსი საქართველოში

ცერცვაძე: COVID 19 თბილისის ზრდასრული მოსახლეობის 35%-ს აქვს გადატანილი

თბილისში სულ 859 000 ზრდასრული მოსახლეა, აქედან 105 000-ს ჰქონდა გადატანილი ლაბორატორიულად დადასტურებული კოვიდი, ანუ, იცოდა, რომ მას კოვიდი ჰქონდა, ესაა დაახლოებით 11%.

205 000 ადამიანს, რაც, დაახლოებით, 23%-ს წარმოადგენს, ჩვენ აღმოვუჩინეთ ანტისხეულები, ანუ მათ გადატანილი ჰქონდათ კოვიდი და არ იცოდნენ. ჩვენ გამოვიკვლიეთ 1 000 ადამიანი, მივიღეთ პროცენტი და შემდეგ ეს პროცენტი გავავრცეთ ქალაქის მოსახლეობაზე, ასეთია კვლევის წესი.

რა შედეგი გვაქვს თბილისში – დედაქალაქის მოსახლეობის 11%-ს გადატანილი აქვს ოფიციალურად კოვიდი, იცის, რომ ჰქონდა, 23-24%-ს გადატანილი აქვს, მაგრამ ამის შესახებ არ იცოდნენ. ჯამში გამოვიდა, რომ 300 000-ზე ცოტა მეტ მოქალაქეს კოვიდი გადატანილი აქვს, მათგან ზოგმა იცის, ზოგმა – არა.

ჯამში, თბილისის ზრდასრული მოსახლეობის 35%-ს, ანუ 1.3-ს გადატანილი აქვს კოვიდი და შესაბამისად, აქვს იმუნიტეტიც, ოღონდ ყველას არა. ცნობილია, რომ ყველა გადატანილი კოვიდი არ ტოვებს იმუნიტეტს, მაგრამ, მათ მეტ ნაწილს მაინც აქვს იმუნიტეტი

ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ TV იმედის ეთერში ისაუბრა.

კომენტარები