პოლიტიკური კრიზისი

ბოკერია: ვინც იტყვის, შეთანხმების დამაკმაყოფილებელი შედეგია მელია-რურუას თავისუფლება, ცდება

რეალურად კრიზისიდან ქვეყნის გამოსვლა არ დაწყებულა. სამწუხაროდ, შეთანხმების იმ დოკუმენტმა ჩვენ ეს ბიძგი არ მოგვცა. ვინც იტყვის, რომ ამ შეთანხმების დამაკმაყოფილებელი შედეგია, რომ თავისუფალია მელია და რურუა, ჩემი აზრით, ღრმად ცდება, იმიტომ, რომ ეს სწორედ ხაზგასმაა მძევლებით ვაჭრობის, რაც სახიფათო პრეცედენტია.

პირიქით შეიძლება ითქვას, ბოიკოტის და მელიას გადაწყვეტილების, რომელთა შედეგადაც ის ციხეში აღმოჩნდა, შედეგია მიღებული დოკუმენტი, ოღონდ არასაკმარისი შედეგი და არა პირიქით. თუკი რამეზე იყო კონსენსუსი და თუკი ვინმესთვის იყო უზარმაზარი პრობლემა, ლეგიტიმურად აუტანელი, მელიას პატიმრობა, ეს იყო ხელისუფლება, ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ. ამ თვალსაზრისით, პატარა ამოსუნთქვის საშუალება მიეცა, მაგრამ სულ პატარა

თქვა ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ TV პირველის ეთერში. 10 მაისს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, ნიკა მელია პატიმრობიდან გაათავისუფლეს.

კომენტარები