ტრეილერი

ქაოსი გვიახლოვდება – მეორე ვენომის ტრეილერი გამოვიდა

Marvel-მა მომავალი ბლოკბასტერის, ვენომის მეორე ნაწილის ტრეილერი გამოაქვეყნა.

მომავალ ფილმში მთავარ როლს კვლავ ტომ ჰარდი ასრულებს. ანტიგმირს ახალ ნაწილში ფსიქოპატი მკვლელი და სიმბიოტი Carnage დაუპირისპირდება, რომელსაც ვუდი ჰარელსონი განასახიერებს.

ვენომი მარველის კომიქსების სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პერსონაჟია. სხვადასხვა პერიოდის გამოცემებში გმირი, როგორც ბოროტმოქმედის, ისე ანტიგმირის და სუპერგმირის ამპლუაში გვხვდება.

საკულტო კომიქსის გმირი პირველად Spider Man 3-ში გამოჩნდა. 2018 წელს Columbia Pictures-მა და Marvel-მა ერთობლივი ფილმი Venom გამოუშვა, რომელმაც მაყურებელთა დადებითი შეფასება დაიმსახურა. Venom 2 სიუჟეტურად 2018 წლის ფილმის პირდაპირი გაგრძელებაა.

Venom: Let There Be გასული წლის ოქტომბერში უნდა გამოსულიყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო პრემიერამ თითქმის ერთი წლით გადაიწია. ახალი ვენომი მიმდინარე წლის 24 სექტემბერს გამოვა.

კომენტარები