აშშ

მარკ მილი: პოტენციური საერთაშორისო არასტაბილურობის ხანაში შევდივართ

აშშ-ს გაერთიანებული შტაბის თავმჯდომარემ, გენერალმა მარკ მილიმ, თქვა, რომ მსოფლიო, სავარაუდოდ, პოტენციური საერთაშორისო არასტაბილურობის ხანაში შედის. 

"დღეს ჩვენ კიდევ ერთი გეოპოლიტიკური ცვლილების შუაში ვართ. ბერლინის კედლის დაცემის შემდეგ აშშ უდავო სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური ძალა იყო, თუმცა ჩინეთის აღზევებით ეს იცვლება და იცვლება სწრაფად. საერთაშორისო წესრიგი მეორე მსოფლიო ომის და ცივი ომის შემდეგ მნიშვნელოვანი საფრთხის წინაშეა აშშ-ს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესების სფეროებში. ჩვენ შევდივართ პოტენციური საერთაშორისო არასტაბილურობის პერიოდში". –  თქვა მილიმ ჰოვარდის უნივერსიტეტში.

მან ამჟამინდელი ეპოქა მსოფლიო ისტორიაში სხვა მნიშვნელოვან ცვლილებებს შეადარა, მათ შორის, ნაცისტური გერმანიის აღზევებასა და საბჭოთა კავშირის კოლაფსს. 

მან ასევე აღნიშნა, რომ გეოპოლიტიკურ ცვლილებებს თან ახლდა ტექნოლოგიური ინოვაციები რობოტიკაში, ზეხმოვან იარაღებში, ხელოვნურ ინტელექტსა და სხვა ტექნოლოგიებში. მისივე თქმით, ეს შეიძლება იყოს დამანგრეველი და პოტენციურად გადამწყვეტი ომის წარმოებაში. 

სენატში მოსმენაზე ლოიდმა ჩინეთზე საუბარს დიდი დრო დაუთმო და თქვა, რომ ჩინეთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა და საფრთხეა.

მილიმ ეს განცხადება აშშ-ს თავდაცვის მინისტრის ჰავაიში, ლოიდ ოსტინის განცხადებიდან რამდენიმე დღის შემდეგ გააკეთა, როდესაც ოსტინმა აშშ გააფრთხილა, რომ საჭიროა მომავალი პოტენციური კონფლიქტისთვის მომზადება, რომელიც "ძველი ომების" მსგავსი ნაკლებად იქნება.

მარტში აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა თქვა, რომ აშშ-ს ურთიერთობა ჩინეთთან საუკუნის "უდიდესი გეოპოლიტიკური გამოცდაა" მსოფლიოში. პრეზიდენტმა ბაიდემა აღნიშნა, რომ ეჯიბრებიან ჩინეთს და სხვა ქვეყნებს, რათა 21-ე საუკუნე მოიგოს.

კომენტარები