აშშ-ჩინეთი

ბაიდენი: ვეჯიბრებით ჩინეთს და სხვა ქვეყნებს, რათა 21-ე საუკუნე მოვიგოთ

ჯო ბაიდენი
The Australian

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კონგრესში სიტყვით გამოსვლისას კიდევ ერთხელ ისაუბრა ჩინეთისგან მომდინარე საფრთხეზე. 

"ერთმანეთთან შეჯიბრით ასეთი დაკავებულები ვერ ვიქნებით, რომ დაგვავიწყდეს ის შეჯიბრი, რაც დანარჩენ მსოფლიოსთან გვაქვს, რათა 21-ე საუკუნე მოვიგოთ... ჩვენ ვეჯიბრებით ჩინეთს და სხვა ქვეყნებს, რათა 21-ე საუკუნე მოვიგოთ. ჩვენ ისტორიაში დიდი გარდატეხის წერტილში ვართ, ჩვენ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ... ჩვენ კვლავ უნდა გვქონდეს უკეთესი ზურგი". - თქვა პრეზიდენტმა.

მან ხელახლა თქვა, რომ ჩინეთის ლიდერთან, სი ძინფინგთან, დიდი დრო აქვს გატარებული და აღნიშნა, რომ სი "ძალიან სერიოზულია, როცა ამბობს, რომ ჩინეთი უნდა გახდეს ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგის მომტანი ქვეყანა მსოფლიოში. ის და სხვა ავტოკრატები ფიქრობენ, რომ დემოკრატია ვერ შეეჯიბრება ავტორიტარიზმს 21-ე საუკუნეში".

"იმისთვის, რომ ეს შეჯიბრი მოვიგოთ მომავალში, ჩემი აზრით, ჩვენ უნდა გავაკეთოთ თაობაში ერთი ინვესტიცია ჩვენი ოჯახებისა და შვილებისთვის". - აღნიშნა პრეზიდენტმა.

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კონგრესს ახალი 4-ტრილიონდოლარიანი საინვესტიციო გეგმა წარუდგინა, რომელიც სამუშაო ადგილების შექმნის, განათლებისა და სოციალური ზრუნვის სერვისისთვის არის განკუთვნილი.

სწორედ საგარეო პოლიტიკის კონტექსტშიც განიხილა ბაიდენმა საინვესტიციო პაკეტები, რომ აშშ და ჩინეთი ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ 21-ე საუკუნის მოგებაში და ორივე პარტიის პოლიტიკოსებს მისი გეგმების მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

ჩინეთზე საუბრისას მან თქვა, რომ მათ საპირისპიროდ აშშ უნდა განვითარდეს და მათ მომავლის პროდუქტებს და ტექნოლოგიებს უნდა აჯობონ

ჯო ბაიდენის თქმით, მან სი ძინფინგს ასევე უთხრა, რომ აშშ კვლავ ძლიერად იქნება წარმოდგენილი ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში "ისე, როგორც NATO-სა და ევროპაში, არა იმისთვის, რომ კონფლიქტი დაიწყოს, არამედ იმისთვის, რათა ის თავიდან ავირიდოთ".

ბაიდენს არაერთხელ უთქვამს, რომ ჩინეთთან შეჯიბრება ყველაზე დიდი საგარეო პოლიტიკის გამოწვევაა, რის წინაშეც ამერიკა დგას. 

ამასთან ერთად მან რუსეთზეც ისაუბრა და თქვა, რომ მან ვლადიმირ პუტინისთვის ნათელი გახადა, რომ მოსკოვის ჩარევას აშშ-ს არჩევნებში და კიბერთავდასხმას შედეგები მოჰყვებოდა. მისივე თქმით, ამავდროულად, აშშ არ ესწრაფვის ვითარების ესკალაციას. 

ჯო ბაიდენმა ასევე თქვა, რომ აშშ მოკავშირეებთან ერთად იმუშავებს, რათა ირანისა და ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამებიდან მომდინარე საფრთხეებს შეეწინააღმდეგოს.

შეგახსენებთ, რომ სი ძინფინგთან პირველი სატელეფონო ზარისას ბაიდენმა ადამიანის უფლებების დარღვევებზე ისაუბრა. კამპანიის დროს ბაიდენმა სი ძინფინგი ადამიანის უფლებების დარღვევის გამო ბოროტმოქმედადაც მოიხსენია. 

ბაიდენმა, ჩინეთის ლიდერი, სი ძინფინგი, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინსაც, შეადარა და, ასევე, თქვა, რომ სის დემოკრატიულობის არაფერი სცხია. ბაიდენის თქმით, მომავალი თაობა იხილავს, აშშ-ჩინეთის დაპირისპირებაში დემოკრატია გაიმარჯვებს თუ ავტოკრატია.

"მე მაქვს პროგნოზი, რომ თქვენს შვილებს ან შვილიშვილებს სადოქტორო დისერტაციის თემად ექნებათ საკითხი, თუ რომელმა გაიმარჯვა - ავტოკრატიამ თუ დემოკრატიამ, რადგან ფსონი ამაზეა, და არა მხოლოდ ჩინეთთან. მიმოიხედეთ მსოფლიოში ჩვენ მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის შუაში ვართ, რომელსაც უზარმაზარი შედეგი ექნება". - თქვა ჯო ბაიდენმა. 

5 მარტს აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა თქვა, რომ აშშ-ს ურთიერთობა ჩინეთთან საუკუნის "უდიდესი გეოპოლიტიკური გამოცდაა" მსოფლიოში. 

კომენტარები