დავითგარეჯის საქმე

ანდრია ჯაღმაიძე მელაშვილზე: რა აუცილებელი იყო გუშინ მონასტერთან გამოჩენა? შეკითხვებს იწვევს

თუ რაიმე პატივისცემა შეგრჩა იმ ხალხის, გაღიზიანებაზე არ უნდა წახვიდე. რა აუცილებლობა იყო გუშინ, როდესაც იქ ხალხმრავლობა იყო, მონასტრის კართან ივერი მელაშვილის გამოჩენა და იქ ინტერვიუს ჩაწერა. რა აუცილებლობა იყო? არ შეიძლებოდა დღეს, ხვალ? როცა ბევრი ხალხი არ არის იქ. ბევრ შეკითხვებს იწვევს ესეც

ამბობს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძე ტელეკომპანია პირველთან ინტერვიუში. ჯაღმაიძე ივერი მელაშვილის დავითგარეჯაში ჩასვლას პროვოკაციას უწოდებს.

ივერი მელაშვილსა და მთავარი არხის გადამღებ ჯგუფს სასულიერო პირები დავითგარეჯაში თავს გუშინ, 4 მაისს დაესხნენ. მათ ოპერატორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და კამერა დაუზიანეს. ივერი მელაშვილი ამბობს, რომ ხალხი, სასულიერო პირები შეცდომაში არიან შეყვანილი და ეს ხელისუფლების ბრალია. შსს-მ გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

კომენტარები