კორონავირუსი საქართველოში

იმნაძე: მობილობის დაგდება ნიშნავს, რომ გლდანიდან ვარკეთილში საქეიფოდ არ წავიდეთ

მობილობის დაგდება იმას ნიშნავს, რომ გლდანიდან ვარკეთილში საქეიფოდ სტუმრად არ წავიდეთ, ახლობლებში იქნება, ნათესავებში თუ მეგორებში. აზრი არის ეს, რომ არასაჭირო, არააუცილებელი, არასასიცოცხლო გადაადგილებები იყოს რაც შეიძლება ნაკლები. ერთი ოჯახის წევრები არ შეხვდნენ მეორე ოჯახის წევრებს, თუ სამსახურში არ მიდიხარ. 

ძირითადი პრობლემა, რეალობას თუ შევხედავთ, ეს არის სუფრები. სუფრაზე, რაც არ უნდა გინდოდეს, პირბადით ვერ დაჯდები

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე საზოგადოებრივ მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში.

კომენტარები