კორონავირუსი და შეზღუდვები

შსს: სასაფლაოებთან მისასვლელ გზებს და რეგულაციებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ვაკონტროლებთ

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე,
დილიდან სასაფლაოებთან მისასვლელ გზებსა და დაწესებული რეგულაციების აღსრულების პროცესს ინტენსიურ რეჟიმში აკონტროლებენ როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში. 

უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების გამო, აღდგომის სადღესასწაულო დღეებში (2 მაისიდან 4 მაისამდე) სასაფლაოებზე გასვლა შეზღუდულია, სასაფლაოებზე მისასვლელი გზები კი ჩაკეტილი. შეზღუდვების დარღვევა ითვალისწინებს სამართალდამრღვევი პირს დაჯარიმებას - 2000 ლარის ოდენობით. აკრძალვა არ ვრცელდება მხოლოდ დაკრძალვის პროცესზე.

კომენტარები