SpaceX

SpaceX-ის პირველი რეგულარული კოსმოსური მისიის ასტრონავტები დედამიწაზე დაბრუნდნენ [VIDEO]

ილონ მასკის კომპანია SpaceX-მა წარმატებით დაასრულა თავისი პირველი რეგულარული მისია საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე. მისია NASA-სთან თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარდა.

2 მაისის ღამით Crew Dragon 1-ის კოსმოსური ხომალდი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს დაშორდა და 6.5 საათში მექსიკის ყურეში, ფლორიდის სანაპიროზე დაეშვა. მისია თითქმის 6 თვე გრძელდებოდა.

დასაშვები კაფსულა, რომელშიც 4 ასტრონავტი იყო აშშ-ს დროით 02:57-ზე დაეშვა, რის შემდეგაც კაფსულა მაშველი გემის Go Navigator-ის ბორტზე გადაიყვანეს.

დაშვების პირდაპირი ტრანსლაცია NASA-ს YouTube-არხზე გადაიცემოდა. როგორც უწყებაში აღნიშნეს, ეს 1968 წლის შემდეგ პირველი შემთხვევაა, როდესაც ამერიკული კოსმოსური ხომალდი დედამიწის ზედაპირზე ღამით დაეშვა. 1968 წლის 27 დეკემბრის ღამეს Apollo-ს მერვე მისია დაეშვა.

კომენტარები