SpaceX

ილონ მასკის SpaceX-ის რაკეტა წარმატებული დაშვების შემდეგ 8 წუთში აფეთქდა [VIDEO]

ილონ მასკის კომპანიის რაკეტა Startship NS10 სატესტო გაფრენის შემდეგ პირველად დაეშვა წარმატებულად, თუმცა დაშვებიდან 8 წუთის შემდეგ აფეთქდა.

საფრენი აპარატი გაშვების შემდეგ წარმატებით ავიდა 1000 მეტრის სიმაღლეზე. რის შემდეგაც რაკეტის ძრავები ერთმანეთის მიყოლებით გამორთეს, Startship SN10 ჰორიზონტალურად გადატრიალდა და კონტროლირებადი ვარდნა დაიწყო. რის შემდეგაც ძრავები ისევ აამუშავეს, რაკეტა ვერტიკალურად გასწორდა და, წინა ორი რაკეტის სატესტო გაფრენისგან განსხვავებით, როდესაც Starship-ის მერვე SN8 და მეცხრე SN9 პროტოტიპები ჰაერში, დაშვებამდე აფეთქდა, SN10 მიწის ზედაპირზე წარმატებულად დაეშვა.

დაშვებიდან 8 წუთის შემდეგ რაკეტა აფეთქდა. როგორც The New York Times-ი წერს, სავარაუდოდ, აფეთქება საწვავის გაჟონვამ გამოიწვია.

​Starship-ის რაკეტამ Falcon-ის რაკეტა უნდა ჩაანაცვლოს. Faclon-ის ტიპის რაკეტებს, რომლებიც SpaceX-ის შემუშავებულია, რეგულარულად იყენებს NASA, აშშ-ს სამხედრო და კომერციული სტრუქტურები. ილონ მასკი იმედოვნებს, რომ Starship-ს ორბიტაზე თანამგზავრების გადასატანად და მთვარესა და მარსზე გასაფრენად გამოიყენებენ.

კომენტარები