ამერიკელი ბიზნესმენის ილონ მასკის SpaceX-მა დღეს, 14 მარტს, რაკეტა Starship-ის რიგით მესამე სატესტო გაფრენა შეასრულა.
მესამე ფრენის დროს Starship-მა წინა გამოცდის შედეგები გააუმჯობესა. SpaceX-ის თქმით, მესამე სატესტო ფრენის მიზანი ხომალდის ორივე ეტაპის წარმატებული გაშვება, Starship-ის ტვირთის კარების გაღება და დახურვა, Raptor-ის ძრავის კოსმოსში ხელახლა ამოქმედება, Starship-ის ატმოსფეროს მკვრივ ფენებში მართვადი დაბრუნება და ა.შ. იქნება.
ამასთანავე, მესამე ფრენას რაკეტა ახალ ტრაექტორიაზე შეასრულებს და Starship-ის ჩამოვარდნის სამიზნე ინდოეთის ოკეანე იქნება. კომპანიის თქმით, ფრენის ახალი მიმართულება მათ ახალი "ტექნიკური ხრიკების გამოცდის საშუალებას აძლევს".
მოგვიანებით, სატესტო ფრენის წარმატებით დაწყების შემდეგ მასკმა X-ზე SpaceX-ის გუნდს მიულოცა.