კორონავირუსი და შეზღუდვები

შსს: 2-დან 4 მაისის ჩათვლით სასაფლაოებზე შესვლა იკრძალება, ჯარიმა 2 000 ლარია

სასაფლაო

უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, აღდგომის სადღესასწაულო დღეებში (2 მაისიდან 4 მაისამდე) სასაფლაოებზე გასვლა შეიზღუდება და სასაფლაოებზე მისასვლელი გზები ჩაიკეტება.

"სადღესასწაულო დღეებში სასაფლაოზე სიარული შეიზღუდება, ჩაიკეტება სასაფლაოებთან მისასვლელი გზები". – აცხადებს მთავრობა.

აკრძალვა არ ვრცელდება მხოლოდ დაკრძალვის პროცესზე.

შსს-ს ცნობით, 2 მაისიდან, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, პოლიცია სასაფლაოებთან მისასვლელ გზებსა და დაწესებული რეგულაციების აღსრულების პროცესს გააკონტროლებს. შეზღუდვების დარღვევის შემთხვევაში, სამართალდამრღვევ პირს დაეკისრება ჯარიმა - 2000 ლარის ოდენობით.

ამასთან ერთად, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 3-დან 12 მაისის ჩათლით მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. ქვეყანაში მობილობის შემცირების მიზნით, 4-11 მაისი უქმე დღეებადაა გამოცხადებული.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობა აღდგომის ღამეს გადაადგილების შეზღუდვას გამონაკლისის სახით, რამდენიმე საათით გვიან დაიწყებს. კერძოდ, კომენდანტის საათი 1-ელი მაისის 23:00-დან 2 მაისის 04:00-მდე იმოქმედებს

კომენტარები