საოკუპაციო ხაზი

ინსპექტორი: შსს-ს მიერ საოკუპაციო ხაზთან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებას ვიძიებთ

მთავარი / კადრი ვიდეოდან

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ახალ აბასთუმანში შსს-ს თანამშრომლების მიერ იარაღის გამოყენებით უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების და მამა-შვილის დაჭრის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. 

30 აპრილს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის დასავლეთის სამმართველოში დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, ზუგდიდის რაიონის სოფელ ახალ აბასთუმანში შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე, რამაც ორი პირის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით". – ნათქვამია განცხადებაში. 

აფხაზეთიდან ენგურის გავლით უაქზიცო სიგარეტის გადმოტანისას შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მამა-შვილი დაჭრეს. დაჭრილის დედის თქმით, მათ კონტრაბანდისტული სიგარეტი ჰქონდათ, თუმცა პოლიციამ ცეცხლი გაფრთხილების გარეშე გახსნა.

კომენტარები