საოკუპაციო ხაზი

მთავარი: აფხაზეთიდან სიგარეტის გადმოტანისას მამა-შვილს პოლიციამ გაუფრთხილებლად ესროლა

მთავარი / კადრი ვიდეოდან

30 აპრილის დილას აფხაზეთიდან ენგურის გავლით უაქციზო სიგარეტის გადმოტანისას შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მამა-შვილი დაჭრეს. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს. მათივე ცნობით, შემთხვევა საოკუპაციო ხაზთან, ნაფატის მონაკვეთზე მოხდა. 

დაჭრილის დედის თქმით, მათ კონტრაბანდისტული სიგარეტი ჰქონდათ, თუმცა პოლიციამ ცეცხლი გაუფრთხილებლად გაუხსნა.

"2 ყუთი ჰქონდათ, თამამად ვამბობ ამას, არ მაქვს არანაირი საშველი, მაქვს ბანკის ვალები, ვართ მრავალსულიანი ოჯახი, არავინ არ გვეხმარება და თავის გადასარჩენად ჩემმა ბავშვმა წამოიღო ორი ყუთი. არ ვიცი, რას ელოდებოდნენ, სად იყო გაფრთხილება, არანაირი გაფრთხილება, მიახტა ტვირთჩამოკიდებულ ბავშვს, დააგდო და ესროლა ტყვია. ერთი საათი მინდორში იწვნენ, ვეხვეწებოდი, აგრესიულები არიან აფხაზეთის პოლიციელები". – ამბობს დაჭრილის დედა. 

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, ამ ეტაპზე მომხდართან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.

კომენტარები