ვახო საიანაზე თავდასხმა

ვახო სანაიაზე თავდამსხმელები პატიმრობაში დატოვეს

ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდამსხმელები მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა. მოსამართლემ განმარტა, რომ არსებობს დანაშაულის განმეორებით ჩადენის მაღალი რისკი. 

პროცესზე მივიდა მომღერალი გია გაჩეჩილაძე (უცნობი) რომელიც ბრალდებულებს თავდებში უდგება. თუმცა, მოსამართლის თქმით, მან სასამართლოს ვერ დაუსაბუთა, რა კონკრეტული მექანიზმით აპირებს ბრალდებულთა სათანადო ქცევის უზრუნველყოფას და, მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, პირები, რომლებიც თავდებობის პასუხისმგებლობას იღებენ, უშუალო და ახლო ურთიერთობაში იყვნენ ბრალდებულებთან. 

ვახო სანაიას და მისი ცოლის ნათესავს  25 თებერვალს დაესხნენ თავს. საქმეზე სამი ადამიანია დაკავებული. როგორც სანაია ჰყვება, თავდამსხმელებს მისი, როგორც ჟურნალისტის, მიმართ ჰქონდათ აგრესია, აგინებდნენ ტელევიზიებს. მისივე თქმით, დაზიანებები თავსა და სხვეულის სხვადასხვა ადგილზე აქვს მიყენებული.     

20 აპრილს უცნობმა თქვა, რომ სანაიაზე თავდამსხმელების გასათავისუფლებლად აქციას გამართავს. ის დაკავებულებს პოლიტპატიმრებს უწოდებს. 

კომენტარები