ვახო სანაიაზე თავდასხმა

"ბავშვმა რომ იტირა, ცხოვრება დავუნგრიოთ?" – უცნობი სანაიაზე თავდამსხმელების პროცესზე მივიდა

ტაბულა

მომღერალი გია გაჩეჩილაძე (უცნობი) ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდამსხმელების სასამართლო პროცესზე მივიდა. გაჩეჩილაძე თავდამსხმელებს თავდებში უდგება და ამბობს, რომ "რახან ბავშვმა ტირილი დაიწყო, ცხოვრება უნდა დავუნგრიოთ ადამიანებს?"

"რა იცით, რომ მოძალადეები არიან? არ არიან ჯერ გასამართლებული. ბრალდება შეიძლება ნებისმიერი იყოს და სანამ განაჩენი არ გამოვა, ესენი არ არიან მოძალადეები. მე დარწმუნებული კი არ ვარ, მე ველოდები გამოძიებას და გამოძიებამდე ეს არის უდანაშაულობის პრეზუმფცია - არ შეიძლება ადამიანებზე ძახილი იმის, რომ შენ ხარ მოძალადე და დამნაშავე, სანამ საქმე ბოლომდე არ იქნება მისული. რადგან ტელევიზიები ამას აკეთებენ, ეს არის ძალიან ცუდი საქართველოში. 

ეს არის მსუბუქი მუხლი. არ მომხდარა იქ ჯგუფური ძალადობა და თავდასხმა. არ მჯერა მე ვახო სანაიასი. რისიც მჯერა, იმისი მჯერა, ჩემი შინაგანი სიმართლის მჯერა და თუ შეიძლება, დამაცადეთ, რომ მივიდეს გამოძიება ბოლომდე. ძალიან ვწუხვარ, რომ ბავშვმა დაიწყო ტირილი. ყველაფერი შეიძლება მოხდეს. რახან ბავშვმა ტირილი დაიწყო, ცხოვრება უნდა დავუნგრიოთ ადამიანებს?". - ამბობს უცნობი. 

ჟურნალისტი ვახო სანაია ჰყვებოდა, რომ თავდასხმის დროს მისი შვილი ძიძას ეჭირა და "ბავშვს ისტერიკული ტირილი დაეწყო ამ ყველაფერზე". 

ვახო სანაიას და მისი ცოლის ნათესავს  25 თებერვალს დაესხნენ თავს. საქმეზე სამი ადამიანია დაკავებული. როგორც სანაია ჰყვება, თავდამსხმელებს მისი, როგორც ჟურნალისტის, მიმართ ჰქონდათ აგრესია, აგინებდნენ ტელევიზიებს. მისივე თქმით, დაზიანებები თავსა და სხვეულის სხვადასხვა ადგილზე აქვს მიყენებული.     

20 აპრილს უცნობმა თქვა, რომ სანაიაზე თავდამსხმელების გასათავისუფლებლად აქციას გამართავს. ის დაკავებულებს პოლიტპატიმრებს უწოდებს. 

კომენტარები