რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინამ ბელგოროდში ენერგოაღჭურვილობის ქარხანას დაარტყა

Supernova+

ტელეგრამ-არხებზე გავრცელებული ცნობების მიხედვით, უკრაინის არმიამ 3 ივლისის ღამის საათებში რუსეთის ქალაქ ბელგოროდში ენერგოაღჭურვილობის ქარხანას დაარტყა.

სოციალურ მედიაში გავრცელებული ვიდეოებიდან ჩანს, რომ ბელგოროდში მდებარე ქარხანაში, რომელიც რუსეთში ენერგოაღჭურვილობის მთავარი მწარმოებელია, ხანძარია. 

უკრაინული ტელეგრამ-არხების ინფორმაციით, ქარხანა რუსეთის ელექტროსადგურებისთვის, ასევე ნავთობისა და გაზის სექტორისთვის, აღჭურვილობას აწარმოებს.

უკრაინის არმიას იერიშთან დაკავშირებით კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

კომენტარები