გაბრიელიუს ლანდსბერგისის ვიზიტი

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი, ზალკალიანს შეხვდა

გაბრიელიუს ლანდსბერგისი და დავით ზალკალიანი
Twitter/@LithuaniaMFA

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ლიტვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ გაბრიელიუს ლანდსბერგისს შეხვდა. 

"კარგი შეხვედრა მქონდა დავით ზალკალიანთან. ჩვენ განვიხილეთ ორმხრივი, ფართო დღის წესრიგი, ევროკავშირის მედიაციით [მიღწეული] შეთანხმების შესრულების აუცილებლობა, რეფორმების გაგრძელება და მომავალი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის მზადება. ლიტვა ძლიერ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ გზას". – წერს ლანდსბერგისი შეხვედრის შემდეგ.

გაბრიელიუს ლანდსბერგისი საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსაც შეხვდა.

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი საქართველოში გუშინ, 27 აპრილს, ჩამოვიდა. საქართველოში მისი ვიზიტი 29 აპრილს დასრულდება რის შედმდეგაც ის აზერბაიჯანში გაემგზავრება. ვიზიტის ფარგლებში მინისტრი შეხვდება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, საქართველოს პრემიერმინისტრს, საქართველოს პარლამენტის სპიკერსა და საქართველოს პრეზიდენტს. დაგეგმილია შეხვედრები ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთანაც.

კომენტარები