ლიტვა-საქართველო

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი საქართველოში ჩამოვიდა

გაბრიელიუს ლანდსბერგისი

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი საქართველოში ჩამოვიდა. ინფორმაციას ლიტვის ელჩი, ანდრიუს კალინდა ავრცელებს.

"დღეს საგარეო მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი თბილისში ოფიციალური ვიზიტით ჩამოვიდა. მთავარი შეხვედრები პოლიტიკურ ლიდერებთან და სამოქალაქო საზოგადოების პარტნიორებთან ლიტვის, ნატო-ს და საქართველოს ურთიერთობების განხილვისთვის და ამ საკითხებთან დაკავშირებულ რეფორმების დღის წესრიგზე ხვალ ჩატარდება."

გაბრიელიუს ლანდსბერგისი უკვე ესტუმრა სომხეთს. საქართველოში მისი ვიზიტი 29 აპრილს დასრულდება რის შედმდეგაც ის აზერბაიჯანში გაემგზავრება. ვიზიტის ფარგლებში მინისტრი შეხვდება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, საქართველოს პრემიერ მინისტრს, საქართველოს პარლამენტის სპიკერსა და საქართველოს პრეზიდენტს. დაგეგმილია შეხვედრები ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან 

კომენტარები