ქართული ოცნება

პაპუაშვილი: თალაკვაძის მერობაზე ინფორმაცია მცდარია, ჩვენი სურვილია, კანდიდატი კალაძე იყოს

არჩილ თალაკვაძის მერობაზე ინფორმაცია მცდარია, არ შეესაბამება სიმართლეს. ჩვენ გვყავს ჩვენი კანდიდატი მერობისთვის. რა თქმა უნდა, კანდიდატი კახა კალაძე იქნება. [...] როცა წინასაარჩევნო კამპანია დაიწყება, თავად კალაძის გადასაწყვეტია, მას სურს თუ არა, რომ ამ ბრძოლაში შევიდეს, მაგრამ ჩვენი სურვილია, ქართული ოცნებიდან მერობის კანდიდატი ის იყოს. [...] მგონი, ჩვენი თანამოქალაქეები ხედავენ, თუ რამხელა ძვრები გამოიწვია კახა კალაძის მერობამ თბილისში, ხედავთ, როგორი ურბანული ძვრებია ეკოლოგიური თუ ინფრასტრუქტურული მიმართულებით

ამის შესახებ ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა და პარლამენტში განათლების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან ისაუბრა.

კომენტარები