ჭყონდიდის ეპარქია

მამა ანდრია ჭყონდიდზე: ალტ-ინფო, მარში, მათთან გათანაბრებული გოლეთიანი

დღეს რაც ჭყონდიდში ხდება, მხოლოდ ეკლესიას აზიანებს. რომელზეც არ ფიქრობს: საპატრიარქო, მღვდელმთავრები, კეკუტია,პაპაშვილი, ჯონდი ბაღათურია, ქართული მარში, ქართული იდეა, პატრიოტთა ალიანსი, ვასაძე, ალტ-ინფო და ჩემდა სამწუხაროდ, მათთან გათანაბრებული გოლეთიანი! ჩამოთვლილი სია, რუსულ ინტერესებს ვერ სცდება, ისეთი ხალხია! ეკლესიაში შეიძლება ყველაფერს გაეცეს პასუხი, მაგრამ იმ ხალხს ვერავინ დააბრუნებს ვინც ამ პროცესების შემხედვარე დაზიანდა და დაბრკოლდა. ამ ეტაპზე სხვა რამის თქმა არ შემიძლია!

მამა ანდრია სარია ჭყონდიდის ეპარქიაში მიმდინარე მოვლენებს FACEBOOK-ზე ეხმიანება. 25 აპრილს, სალხინოს ტაძარში რამდენიმე დაპირისპირება მოხდა. მოქალაქეები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. მიტროპოლიტი სტეფანეს მხარდამჭერებმა დიაკონ ანანიას სცემეს. ადგილზე ჩავიდა ნამახვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანი.

კომენტარები