2021 წელს გარდაცვლილები

პოეტი ზურაბ რთველიაშვილი გარდაიცვალა

Newsaunje

54 წლის ასაკში ქართველი პოეტი და მულტიმედია არტისტი ზურაბ რთველიაშვილი გარდაიცვალა. მწერალი რამდენიმე თვე მძიმე ონკოლოგიურ სენს ებრძოდა.

რთველიაშვილის შემოქმედებითი კარიერა 90-იან წლებში იწყება. ავტორია ლექსებისა და პერფომანსების: "აპოკრიფი", "მათი ნებაა", "მე ვარ ვენახი", "ტატჰაგატა", "ოდდა მის უდიდებულესობას სამოქალაქო საზოგადოებას". 

2018 წლის "საბას" დაჯილდოებაზე მისმა პოეტურმა კრებულმა "პოეზიის დიქტატურა" წლის საუკეთესო პოეტური კრებულის კატეგორიაში გაიმარჯვა.

კომენტარები