ციფრული ვალუტა

გაერთიანებული სამეფო ციფრული ვალუტის შექმნაზე იწყებს მუშაობას

გაერთიანებული სამეფო ცენტრალიზებული ციფრული ვალუტის შექმნაზე იწყებს მუშაობას.

ფინანსთა მინისტრის, რიში სუნაკის თქმით, შეიქმნა ინგლისის ცენტრალური ბანკისა და ფინანსთა სამინისტროს ერთიანი სამუშაო ჯგუფი, რომელიც განიხილავს ციფრული ვალუტის შექმნის ვარიანტს, მასთან დაკავშირებულ პოტენციურ სირთულეებსა და სარგებელს. 

ციფრულ გირვანქა სტერლინგს ინგლისის ცენტრალური ბანკი გამოუშვებს და, ბანკის განმარტებით, ის მიზნად არ ისახავს ნაღდი ანგარიშსწორების მთლიანად ჩანაცვლებას, არამედ მის დამხმარე ალტერნატივად განიხილება. 

ცენტრალიზებული ციფრული ვალუტის [CBDC] შექმნაზე თითქმის ყოველი განვითარებული ეკონომიკის მქონე სახელმწიფო იწყებს მუშაობას. 

ამ ეტაპზე, ჩინეთი ლიდერობს, რომელმაც ციფრული ვალუტის განვითარება 2014 წლიდან დაიწყო და 2022 წელს მის საერთაშორისო დონეზე გამოცდას გეგმავს. 


ციფრული ვალუტა არ არის კრიპტოვალუტა, ის არ იყენებს დეცენტრალიზებულ ბლოკჩეინ სისტემას და ფუნდამენტურად განსხვავება ისეთი დეფლაციური აქტივებისგან, როგორიც ბიტკოინია. 

ციფრულ ვალუტას გამოსცემს ცენტრალური ბანკი და ის ტრადიციული ვალუტისა და ნაღდი ანგარიშსწორების ევოლუციაა. 

კრიპტოვალუტისგან განსხვავებით, რომელსაც ვერცერთი კონკრეტული აქტორი ვერ განკარგავს, ციფრულ ვალუტას სახელმწიფოს ცენტრალური ბანკი აკონტროლებს. 

ცენტრალიზებული ციფრული ვალუტის შექმნაზე მუშაობს იაპონიაც

 

კომენტარები