საქართველოს საპატრიარქო

საპატრიარქო: ნამახვანის და დავითგარეჯის საკითხების ერთ სივრცეში მოქცევა სწორი არ არის

საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქო ნამახვანჰესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ არასწორია ამ საკითხის დავვითგარეჯასთან დაკავშირება. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს, რომ ნამახვანჰესთან დაკავშირებით კეთდება "გარკვეული მოწოდებები" 9 მაისს გასამართ აქციასთან დაკავშირებით, სადაც გაჟღერდა დავითგარეჯის თემაც.

"ყველას ვთხოვთ, გაითვალისწინონ, რომ ეს ორი საკითხი განსხვავებულია მრავალი ნიშნით და მათი ერთ სივრცეში მოქცევა სწორი არ არის. მით უმეტეს, დავითგარეჯასთან რაიმე პოლიტიკური მიმართულების დაკავშირება.

ამ ეტაპზე ჩვენ ველოდებით მეზობელ აზერბაიჯანთან პრობლემის ისტორიული, იურიდიული და კარტოგრაფიული დოკუმენტებით სამართლიანობის პრინციპით გადაწყვეტას" - აცხადებს საპატრიარქო.

საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ორი დღის წინ ნამახვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო პროტესტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და მედიატორობის მზადყოფნა გამოთქვა. საპატრიარქოს თქმითვე, დაუშვებელია კატეგორიული ტონი, რომელიც ერთმანეთის მოსმენის შესაძლებლობას არ ტოვებს.  განცხადების მიხედვით, მხარეებს შორის დიალოგი ფორმალური არ უნდა იყოს.

კომენტარები