COVID-19-ის ვაქცინა

Pfizer-ის ვაქცინის მესამე დოზის მიღება, შესაძლოა, 12 თვეში გახდეს საჭირო

ფოტო: Dado Ruvic , Reuters

Pfizer-ის Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზის მიღება, შესაძლოა, 12 თვეში გახდეს საჭირო. გარდა ამისა, Pfizer-ი არც ყოველწლიური აცრის ვარიანტს გამორიცხავს. 

კომპანია Pfizer-ის აღმასრულებელი დირექტორის, ალბერტ ბურლას თქმით, Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა, შესაძლოა, ისეთივე მოვლენად იქცეს, როგორც სეზონური გრიპის საწინააღმდეგოდ აცრაა. 

"შესაძლოა, რომ ვაქცინირებიდან 6-12 თვეში მესამე დოზის მიღება გახდეს საჭირო. ამის შემდეგ კი ყოველწლიური რევაქცინაცია იქნება, თუმცა ეს ჯერ არ არის დადასტურებული და ახალი შტამები მნიშვნელოვან როლს ითამაშებენ გადაწყვეტილების მიღებისას". – თქვა ბურლამ. 

გარდა Pfizer-ისა, კომპანია Johnson & Johnson-ის აღმასრულებელმა დირექტორმაც, ალექს გორსკიმაც თქვა, რომ Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღება, სავარაუდოდ, ყოველწლიურად იქნება საჭირო. 
 

კომენტარები